დავით მათიკაშვილი: უცხოელი „აქტორები“ ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, თუმცა ეს ადვილად გასაშიფრი ტყუილია

ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, - განაცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„საპარლამენტო არჩევნებზე დიდი ფსონი ჰქონდა ზურაბიშვილს უცხოელი აქტორებისგან. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებული პოლიტიკური სექტა, ძალიან კარგად ესმით მათაც - აქტორებს. ისინი ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა. იმდენად ადვილად გასაშიფრი ტყუილია და მაინც იმავე გზაზე მიდიან.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ამ ყველაფერმა ფიასკო განიცადა, იგივე გზაზე ცდილობენ იარონ. 2024 წლისთვის ასეთი დაპირისპირების სეგმენტი არ შემოუტანიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დანარჩენ „ნაციონალებს“ შორის, ვისაც სხვა სახელი ჰქვია - „ლელო“ იქნება, გახარია თუ ვინც არ უნდა იყოს. დღეს ადგნენ და საზოგადოებას რომ გაუმძაფრონ აღქმადობა, აჩხუბებენ ერთმანეთს, აბრალებენ ერთმანეთს რისი დაბრალებაცა შეუძლიათ და ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არ არისო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
1751993074
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია...
1751989841
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართ...
1751986317
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი „ტვ პირველზე”: უბადრუკები ცდილობენ, ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ - აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე
„ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ“, - ას...
1751983176
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 9 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, ახმეტელის ქუჩა N12-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 ი...
1751982923
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექ...