გიორგი ჯინჭარაძემ 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროს გიორგი სუთიძესთან ერთად იმერეთის რეგიონში
იმყოფებოდა, სადაც 100 წელს გადაცილებულ დევნილ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ქალბატონებს სახლში ეწვივნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო გამოხატეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
გიორგი ჯინჭარაძის თქმით, 100 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან ცოცხალი მემატიანეები და სიმბოლოები იმ გამძლეობისა, რაც აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას ახასიათებს. მსგავსი ღონისძიებები კი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მიმართ მუდმივი ზრუნვისა და თანადგომის გამოხატვას.
„მქონდა პატივი, 8 მარტი მიმელოცა ორი გამორჩეული ქალბატონისთვის, რომლებიც 100 წელს არიან გადაცილებული. ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა მუდმივად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სადღესასწაულო და საქველმოქმედო ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































