თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ხდება თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ვერაფრით გავაგებინეთ ჩვენს პოლიტიკაში მყოფი ადამიანების რადიკალურ ნაწილს

სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გარდაცვლილი ხამენეის ვაჟს მიულოცეს სულიერ ლიდერად არჩევა იმ პირობებში, როდესაც ბოლომდე ჯერ კიდევ გარკვეული არ არის ამ დრონების საკითხი, რომელიც აზერბაიჯანში გამოისროლეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, სომხეთის პრეზიდენტს დაუკავშირდა ირანის პრეზიდენტი და მისცა პირობა, რომ ამას ბოლომდე გამოიძიებენ და ამას ირანის ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„როდესაც პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ხდება თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ვერაფრით გავაგებინეთ ჩვენს პოლიტიკაში მყოფი ადამიანების რადიკალურ ნაწილს. თინა ხიდაშელმა თავის გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი რომ მორჩება აშშ გადახედავს იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, ვის რა პოზიცია ეკავა ამ დროსო.

ჩვენი ამოსავალი წერტილი სხვების ინტერესები კი არ არის, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება, მოსახლეობის უსაფრთხოება, მათ შორის ამ რადიკალების ოჯახების წევრების უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, დგამენ ყოვლად წარმოუდგენელ ნაბიჯებს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ალბათ გაოგნებულიც არის მათი განცხადებების გამო. იქნებ ხანდახან, როდესაც ფიქრი უწევთ, სანამ ხმამაღლა რამე წარმოთქვამენ გაიხედონ, გამოიხედონ და დაინახონ როგორ მოქმედებენ თავისი ქვეყნის პატრიოტი პოლიტიკოსები, თუნდაც ჩვენს მეზობლად“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773061858

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7470 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7362 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი

1773060911

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ც...

მიხეილ ყაველაშვილ

1773059947

ახალი ამბები

პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. აჭარ...

პროკურატურა

1773057787

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას, ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის

„ჩემს გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მ...

შალვა პაპუაშვილი

1773055469

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 30 ადამიანი დააკავეს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური