გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

მისი განცხადებით, აღნიშნული კომუნიკაცია მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დაიწყო საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა და აღდგენა.

„თუ გავიხსენებთ იმას, რომ რამდენიმე თვის წინ რუბიომ თავად განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მძიმე მემკვიდრეობა მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ეს ზარი ნიშნავს, რომ სწავლობდნენ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს, რადგან ფაქტია, კარგი არაფერი ექნებოდა დატოვებული ბაიდენის ადმინისტრაციას - დეზინფორმირებული იყო აშშ-ის თანამდებობის პირები და უკუღმა ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით. სამწუხაროდ, დასჭირდათ ერთი წელი ამ ყველაფრის გასარკვევად, მაგრამ კარგია, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მოდის ურთიერთობების ინიციირება.

არც იმაზე გადავრეულვართ, რომ შტატების მხრიდან ზარი განხორციელდა და არ ვამბობთ, რომ გადარჩენილები ვართ, და არც იმას ავიტანდით, რასაც აკეთებდა ბაიდენის ადმინისტრაცია. ჩვენ ვიქცევით რაციონალურად და ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გამომდინარეობს ჩვენი ინტერესებიდან. რომელი სახელმწიფოც ცნობს საქართველოს ინტერესებს და პატივს სცემს საქართველოს, ჩვენ მათ ორმაგად ვუბრუნებთ პატივისცემას.

ვიცით, რომ რუბიო იყო ის გამონაკლისი, რომელმაც მოგვისამძიმრა პატრიარქის გარდაცვალება - ესეც დასაფასებელია. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით მზაობა ურთიერთობის გადატვირთვისკენ წინა ადმინისტრაციის პერიოდშიც, მაგრამ როდესაც დამოუკიდებელ ქვეყანას ეუბნები, რომ მიიღოს შენთვის სასურველი კანონები, ასანქცირებ ქართველ მოსამართლეებს უსაფუძვლოდ და მოუწოდებ ომში ჩართვას - როგორ მიგიჩნიოთ მეგობარ ქვეყნად?

ბუნებრივია, ამ ყველაფრიდან გამომდინარეობდა ჩვენი დაპირისპირება წინა ადმინისტრაციასთან და დღევანდელი ადმინისტრაცია არ აკეთებს არასამართლიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ემთხვეოდა „ხალხის ძალის“ და ხელისუფლების პოლიტიკას.

კარგია, რომ შედგა ეს პირველი ნაბიჯი [მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო კავშირი] და იმედი მაქვს, რომ პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება.

ჩვენ საქართველო ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაკვირდებით პროცესებს მსოფლიოში. ყველა გონივრული ხელისუფლება გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და სადაც საჭიროდ არ მიიჩნევს ჩარევას - არ ერევა.

სამწუხარო მოცემულობა, რაც ირანშია, არავისთვის არის მისაღები. თავად შტატებშიც არის პოზიცია, რომ ეს პროცესები მალე უნდა დასრულდეს და ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. ბუნებრივია, ჩვენ არაფერში ჩავერევით, რადგან საქართველოს ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს.

ჩვენ გვინდა მშვიდობა და ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ არ ავყვებით ჭორებს - ვინ რას იტყვის. ის, რომ ირანის ელჩმა გააკეთა განცხადება, მისი ნებაა, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ყველასთვის გასაგებია. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც მოერგება საქართველოს ინტერესებს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774973095

ახალი ამბები

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს...

 ირინე წაქაძე

1774970792

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დემოგრაფიულ პოლიტიკასა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. „სამსახურებთან, ან უმაღლეს სასწავლებლებთან უნდა იყოს ს...

 დიმიტრი ხუნდაძე

1774969768

ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშ...

 ილია დარჩიაშვილი

1774969262

ახალი ამბები

გია ვოლსკი: რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება

ჩვენ რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლ...

გია ვოლსკი

1774968343

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარია ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის

„ახლა მთავარია, რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესის შედეგად, ჩვენ მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შ...

ნიკოლოზ სამხარაძე