ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარია ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის

„ახლა მთავარია, რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესის შედეგად, ჩვენ მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებული უნდა იყოს ორმხრივ სარგებელზე.

„ფაქტია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების ურთიერთობების აღდგენა უკვე მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ გაიცვალა რამდენიმე ვიზიტი, როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში. იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ჩვენი საპარლამენტო ვიზიტი და ამას მოჰყვა გუშინდელი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის. ახლა მთავარია, რომ ეს ურთიერთობები გადაიზარდოს სამუშაო პროცესში და სამუშაო პროცესის შედეგად, ჩვენ მივიღოთ აღდგენილი და განახლებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორმხრივ სარგებელზე, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს ინტერესებზე და რომელიც ამავდროულად, დაფუძნებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775112378

ახალი ამბები

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: უბრალოდ ყველას ყველაფერი გვახსოვს და როგორ ბედავს რომ ცხოველების უფლებებზე და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს“. კვალიაშვილის თქმით,...

თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე

1775109716

ახალი ამბები

სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე, გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1775107491

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ყველანაირად ცდილობენ როგორმე რეპუტაციული ზიანი მიაყენონ დედაეკლესიას, წმინდა სინოდს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლესიურ კამპანიას ეხმაურება. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მათ აღიზიანებს ის, რომ საზოგადოება გაერ...

თორნიკე ჭეიშვილი

1775106810

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა...

მზე

1775106434

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მუდმივად ცდილობენ ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, სინოდის გადაწყვეტილებაზე მოახდინონ ზეგავლენა

„მუდმივად ცდილობენ ხელი აფათურონ ეკლესიის შიდა საქმეებში, სინოდის გადაწყვეტილებაზე მოახდინონ ზეგავლენა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ანტიეკლ...

 დავით მათიკაშვილი