გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ არავის ვებუტებით და ვსაუბრობთ ყველასთან, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, ევრობიუროკრატებმა კი გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის არასოდეს ებუტება და საუბრობს ყველასთან, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პატივს სცემს სახელმწიფოს და მას თანაბარ პარტნიორად მოიაზრებს.

„ჩვენ არავისთან ვართ გაბუტულები, არც არავის ბოღმა გვაქვს. ჩვენ, ქართულ სახელმწიფოს, მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც პარტნიორული ურთიერთობა სურს და ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს. ახლა კი ევრობიუროკრატებმა თავად გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან - ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ. ჩვენ არც დაკავშირებადობის პრობლემა გვაქვს და არც საუბრის, არც იმის, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს. ასე რომ, „გაღმა შეედავეს“ პრინციპით თუ უნდათ თავის მართლება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ევრობიუროკრატებს შეუძლიათ, ჩვენი ქვეყნის მიღწევები და შედეგები თავისივე ინსტიტუტების შეფასებების საფუძველზე განიხილონ. ჩვენ ხომ საკუთარი ქვეყნის შიდა განვითარების მაჩვენებლებზე არ ვსაუბრობთ? აქ საუბარია მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დადებულ დასკვნებზე. ჩვენთვის საუბარი პრობლემა არ არის, ეს მათი პრობლემაა. შეგვიძლია, გავიხსენოთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები - ჯერ ამბობდნენ, რომ საერთოდ არ უნდა იყვნენ გამჭვირვალეები; მერე შეცვალეს და ამბობდნენ - იმდენად გამჭვირვალენი ვართ, ეს კანონი საერთოდ არ გვჭირდებაო; მერე აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესაც კი არ აძლევდნენ ინფორმაციას, საიდან რა ფული ირიცხებოდა საქართველოში. გაირკვა, რომ გამჭვირვალე არ ყოფილან. ევრობიუროკრატიის პრობლემაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმაც კი ისაუბრა ევროპაში გამართულ კონფერენციაზე. მან განუცხადა ევროპელებს, რომ მათი პრობლემა არც რუსეთში იყო და არც ჩინეთში - პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიონ, კორუფციული გარიგებებიდან, ფასიანი განმცხადებლებიდან და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის სურვილიდან გამომდინარე. ამის სულ ბოლო მაგალითია ევროკავშირის ელჩის განცხადება საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვისაც სურს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიაროს და პატივი სცეს, ჩვენ ყველას ვესაუბრებით. საქართველოს არ უნდა ისეთ გაერთიანებაში ყოფნა, სადაც მას სუვერენიტეტის ჩაბარებას მოსთხოვენ და მის მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ასეთი აზრი და ამის სურვილი მხოლოდ „ნაცაგენტურას“ და მის ფილიალებს შეიძლება გაუჩნდეთ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791813382

საზოგადოება

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურ...

პროკურატურა

1791812698

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. რო...

ირაკლი კობახიძე

1791812228

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791811110

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ლევან მაჭავარიანი

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი