გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მედიასთან საუბრობს.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს შეიცვლება, ქვეყნისთვის განვითარებისთვის კი ჯანსაღი და სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიციაა საჭირო.
„საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ პოლიტიკური ველი ცარიელი არასოდესაა, როგორი განსხვავებული პროცესებიც არ უნდა იყოს ქვეყანაში. როდესაც 2022 წელს ქართული ოცნების რიგებიდან გამოვედით რამდენიმე დეპუტატი და შემდეგ პარტიაც შევქმენით, მაშინვე განვაცხადეთ რომ, საზოგადოებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და საგარეო საფრთხეებზე
სიმართლეს ვეტყოდით - სწორედ ამან განაპირობა ის რომ, შემდგომში ხელისუფლებას საშუალება მიეცა დაეცვა ქვეყნის ინტერესები და საზოგადოებას სწორი დასკვნები გაეკეთებინა.
ჩვენი განცხადებების პარალელურად, სულ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება - ამის თქმის საფუძველს იძლევა, ის რომ ეს ხალხი არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს. ეს ადამიანები არა მარტო ფინანსურად, არამედ მენტალურადაც არიან დამოკიდებული ევრობიუროკრატებზე - მათ გარე დამკვეთებზე. მუდმივად ვიმეორებდით, რომ სანამ „ნაცმოძრაობა“ არ აიკრძალება ქართულ პოლიტიკას არაფერი ეშველება. ყოველთვის იქნება ორი მხარე - ეროვნული ხელისუფლება და ეს დამნაშავე რეჟიმი.
წლებთან ერთად მწიფდებოდა აზრი, რომ დამნაშავე რეჟიმის პოლიტიკური ველიდან მოსაშორებლად, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა გაჯანსაღდეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი.
საზოგადოებას გაუჭირდება იმის გახსენება ბოლოს როდის ნახა ოპოზიციისა და ხელისუფლების, თუნდაც მწვავე, მაგრამ ჯანსაღი პოლემიკა.
ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, როდესაც ეს დამნაშავე რეჟიმი ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება“, - აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.
1793198148
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია
„უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია და ეს თუ დადასტურდა, იქნება უკიდურესად მძიმე მოცემულობა,...
1793197971
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ...
1793196165
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
29 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვი...
1793195991
საზოგადოებაგიორგი კახიანი: ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ
ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკ...
1793194389
საზოგადოებალევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდე...


























