გიორგი კახიანი: ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ
ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ის არგუმენტები, რაზედაც ადრე საუბრობდნენ, რომ თითქოს სარჩელში რაღაც არის გაუგებარი, მათ ვერ გაიგეს კონსტიტუციის რომელი მუხლი მიემართება თითოეულ მათგანს და ასე შემდგომ, უკვე ყველაფერი ეს გამოჩნდა, რომ ძალიან კარგადაც გაუგიათ ყველაფერი.
ამ პოზიციების წარმოჩენისასაც კი, ისინი არიან ერთმანეთთან შეთანხმებულები ხომ? ანუ, როდესაც ჩვენ ამ მათ ერთიან ძალას ვუწოდებთ, ეს შემთხვევითი არ არის, ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ „ნაცმოძრაობის“ პოზიცია იყო ძირითადად ის, რომ რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდნენ, ისინი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან მოჰყავდათ მთელი რიგი შემთხვევები და როგორ აქილიკებდნენ მოწმეთა კონკრეტულ ჩვენებებს და როგორ დასცინოდნენ მათ, ეს გამოჩნდა ყველაფერი.
დღეს ახლა ვიხილეთ ის, რომ უკვე ცდილობენ სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოადგინონ ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ეს სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილი არის სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ“, - აცხადებს გიორგი კახიანი.
1793193377
ახალი ამბებისოზარ სუბარი: საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
„ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძა...
1793193308
საზოგადოებაპაპუაშვილი ევროკომისიის სკანდალზე: რთულია, ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა
შალვა პაპუაშვილი ესპანური მედიის ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს აფინანსებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს...
1793193129
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5957 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5960 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1793191769
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტი...
1793190926
ახალი ამბებიპროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...


























