პრემიერ-მინისტრი Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მოქნილ საკანონმდებლო ჩარჩოს და ფინტექ კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგილ სიახლეებს.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის პერსპექტივები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ცენტრი ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და მაღალკონკურენტულ ბიზნესგარემოზე, რაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებითაც დასტურდება.

Polygon Foundation-ი 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას უწყობს ხელს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც ციფრული ფინანსური ოპერაციების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხორციელებას ემსახურება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793198148

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია

„უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა დასავლურ პრესაში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელმძღვანელი რგოლის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ დაუჯერებელი ამაში არაფერია და ეს თუ დადასტურდა, იქნება უკიდურესად მძიმე მოცემულობა,...

დავით მათიკაშვილი

1793197971

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ...

ირაკლი კობახიძე

1793196165

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

29 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1793195991

საზოგადოება

გიორგი კახიანი: ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ

ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკ...

გიორგი კახიანი

1793194389

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდე...

ლევან მახაშვილი