ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება.
ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღიაობა და გამჭვირვალობა. ნაცვლად სახელმწიფოებზე თავდასხმებისა, ყველა მხარე უნდა ითანამშრომლოს, რათა დაფარული სქემები გაიხსნას და გამოჩნდეს, სად და რა მიზნებით იხარჯება ფინანსები.
„ასეთი ტიპის ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, რატომ არის მნიშვნელოვანი ღიაობა და ანგარიშვალდებულება. ეს კი არ უნდა იყოს ვინმეზე, მით უმეტეს რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის და ბრალდებების გაჟღერების საფუძველი, არამედ პირიქით, მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ყველამ იმისთვის, რომ გახსნან ასეთი დაფარული სქემები, მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა გამოჩნდეს, რეალურად სად მიდის ფული, რაში იხარჯება ფული და თუ რაღაც ისეთში იხარჯება, რაც არ არის კანონის შესაბამისი, ამასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ეს იყო ქართული გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება და, როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი, ან ემსახურება სხვადასხვა ტიპის ძალადობრივ პროცესებს“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ევროკომისია მორიგ სკანდალში ეხვევა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სწორედ ევროკომისია აფინანსებდა საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ 5 ორგანიზაციას. საგამოძიებო მასალებს ამ თემაზე პოლონური Visegrad 24, ესპანური La Gazzetta და ბელგიური Brussels Signal ავრცელებს.
საუბარია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვან ორგანიზაციებსა და პროფკავშირზე, მათ შორის, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე, საერთაშორისო ფედერაციასა და იტალიურ გაერთიანებებზე.
გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო და შვეიცარიული ფრანკი აქვთ მიღებული, რაც აქციებზე არეულობას მოხმარდა.
1793191769
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტი...
1793190926
ახალი ამბებიპროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...
1793189989
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თა...
1793187738
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელმაც უმძიმესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას
„დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის „საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა“, - წერს ანალიტიკოსი ლ...
1793187406
ახალი ამბებინინო წილოსანი უკრაინისა და მოლდოვის „საგზაო რუკებზე“: ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია
„ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ ცრუ დაპირებებით, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, ვადებიც არ გააჩნია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შ...


























