გურამ ნიკოლაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი - მაგრამ, საქართველში მოიძებნა ფიგურა, გერმანიის ელჩი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა

 საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ეხმიანება გერმანიის ელჩის ვიზიტს მოშიმშილე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომლის განცხადებითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, სიცოცხლისათვის ზიანის შემცველობის გამო, მოშიმშილეს ოპონენტი თუ ეკლესია ყოველთვის ურჩევდა ხელი აეღო განზრახვაზე და წინააღმდეგობის თუ პროტესტის სხვა ფორმა მოეძებნა, რადგანაც თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არ არის წასახალისებელი ამბავი.

მისივე თქმით, საქართველოში მოიძებნა ფიგურა გერმანიის ელჩის სახით, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა, რამდენადაც მან მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა და თანაგრძნობა გამოუცხადა. ნიკოლაშვილისთვის კი გაუგებარია რას ემსახურებოდა ელჩის აღნიშნული ქმედება.

„1991 წლის 21 სექტემბერს 35 წლის ქართველმა ექიმმა, კარდიოლოგმა გია ვახტანგის ძე აბესაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად.
თავის გამოსათხოვარ წერილში მან დაწერა:

„თუ ქართველთა შერიგებასა და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, ღმერთმა ქნას — ბოლო!“

მიუხედავას იმისა, რომ მისი სახელი ძველ თბილისში ისტორიულ ქუჩას მიენიჭა, ამგვარ სასოწარკვეთილ საქციელ საზოგადო, საოჯახო თუ პირადი ტრაგედიის მეტი არაფერი მოაქვს. მითუმეტეს ვერ ცვლის ვერც ისტორიას.
გია აბესაძის საქციელი ერთეულ შემთხვევად იქცა, შიმშილობის სხვადასხვა ფორმისა და შედეგის აქტი კი არაერთხელ გვინახავს.

სიცოცხლისათვის ზიანის შემცველობის გამო, მოშიმშილეს მოყვარე, ოპონენტი თუ ეკლესია ყოველთვის ურჩევდა ხელი აეღო განზრახვაზე და წინააღმდეგობის თუ პროტესტის სხვა ფორმა მოენახა.

ამგვარად ურჩევდნენ როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი.
მაგრამ 2025 წელს, საქართველში მოიძებნა ფიგურა, ბატონი პეტერ ფიშერი, ელჩი გამთლიანებული გერმანიისა, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა.

როგორც გაირკვა, მან მოშიმშილე მოინახულა და ნუგეშად თავისი ემპათია (თანაგრძნობა) გამოუცხადა. ანუ - შევიდა მის მდგომარეობაში? გაგებით მოეკიდა მის არჩევანს? მხნეობა და გამძლეობა უსურვა შიმშილობის ეკლიან გზაზე?თუ რა გააკეთა? რაში უთანაგრძნო? იშიმშილე შვილო ჩემო, სამშობლოს ასე ჭირდებაო?“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751218787

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა ევროპელ ბიუროკრატებზე: ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ აღებული და ღმერთმა იცის რას ლაპარაკობენ

 არანაირი პერსპექტივა ამ დაწესებულებას აღარ აქვს და გასაკვირიც არ არის. ეს დეპუტატები, ვინც იქ საქართველოზე ლაპარაკობენ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „გლოვოთი“ გამოძახებული კერძები არიან. ფული აქვთ ა...

ააა

1751213290

საზოგადოება

მეუფე შიო: მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით

 „რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს.... რაც მეტია ღვთ...

აა

1751208776

ახალი ამბები

გრეტა წიწავა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა - ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას...

გრეტა წიწავა

1751203091

მსოფლიო

უკრაინამ ოტავის კონვენცია ოფიციალურად დატოვა

 უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას ვოლოდი...

ააა

1751202381

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: თურმე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო

 პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაიფიცა, კ...

ანალიტიკოსი