ლევან მახაშვილი: საერთაშორისო სამართალი პრაქტიკულად აღარ არსებობს - მნიშვნელოვანია, გადავიაზროთ, რა იყო ის პრობლემები, რამაც ეს მოიტანა და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა

მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიაში იმყოფება, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებმა და პარლამენტარებმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ.
„50 წელი სრულდება ჰელსინკის ფინალური აქტიდან, ანუ პერიოდიდან, რა პერიოდსაც ვიცნობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების არსებობით. ამ 50 წლის განმავლობაში ასეთი გამოწვევების წინაშე არასდროს მდგარა საერთაშორისო სამართალი, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს სწორედ იმ ომების, დაპირისპირების და კონფლიქტების გამო, რასაც საქართველოს გარშემო ვხედავთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, რა იყო სწორედ ის პრობლემები, რამაც მოიტანა ეს პერიოდი და რა შეიძლება გავაკეთოთ შემდგომში, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას წელს პორტუგალია მასპინძლობს. ქალაქ პორტუში მსოფლიო ლიდერები და პარლამენტარები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.
პორტუში უკვე იმყოფება ქართული საპარლამენტო დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ მშვიდობის საკითხზე და მის მნიშვნელობასა და შენარჩუნების გზებზე. ამ კუთხით საქართველო ასამბლეის წევრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
1751217082
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი - მაგრამ, საქართველში მოიძებნა ფიგურა, გერმანიის ელჩი, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ეხმიანება გერმანიის ელჩის ვიზიტს მოშიმშილე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომლის განცხადებითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ...
1751213290
საზოგადოებამეუფე შიო: მატერიალური დოვლათი კარგია, საჭიროც არის და მოითხოვს შრომას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა - პირიქით
„რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლესა და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ იკლებს, არ ჰყოფნით ადამიანებს.... რაც მეტია ღვთ...
1751208776
ახალი ამბებიგრეტა წიწავა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა - ვითომ კინკლაობთ, ერთნი ხართ და რასაც დაგავალებენ იმას გააკეთებთ!
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობას...
1751203091
მსოფლიოუკრაინამ ოტავის კონვენცია ოფიციალურად დატოვა
უკრაინა ოფიციალურად ტოვებს ოტავის კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებას ვოლოდი...
1751202381
საზოგადოებაამირან სალუქვაძე: თურმე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაფიცულა, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შიმშილობას შევწყვეტო
პირველად მსოფლიოში ე.წ. ოპოზიციონერი ე.წ. ოპოზიციის გამო გაიფიცა, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ელენე ხოშტარია „ლელოს“ და „გახარიას“ გამო გაიფიცა, კ...