სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის HERMES-LOGIX ხელმძღვანელს შეხვდა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის HERMES-LOGIX აღმასრულებელ დირექტორთან სოკ-ჰო ლისთან (Suk-Ho Lee) გამართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, HERMES-LOGIX 1995 წლიდან ოპერირებს და კორეის მასშტაბით ფლობს უამრავ სასაწყობე სივრცეს, სატრანსპორტო საშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს სრულ სასაწყობე და ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ქართული ღვინის კომპანიებისთვის ლოგისტიკური მომსახურების გაწევის შესაძლებლობები. კომპანიამ წარმოგვიდგინა დეტალური ინფორმაცია ტარიფებისა და განსაკუთრებული შეთავაზების შესახებ. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების საკითხებზე“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს HERMES-LOGIX კომპანიის ძირითადი საწყობი ქალაქ იონგინში. სასაწყობე სივრცე განთავსებულია 4 ჰა ფართობზე და აღჭურვილია უახლესი ტექნილოგიებითა და სისტემებით.

მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025” ესწრება და, ამასთან ერთად, შეხვედრებს მართავს კომერციული სექტორისა და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება კორეის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751195015

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, 2012 წლამდე რა დოზით იყო ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის აოხრებით, ადამიანის უფლებების დარღვევით დაკავებული

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, 2012 წლამდე რა დოზით იყო ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის აოხრებით, ადამიანის უფლებების დარღვევით, ახალგაზრდების ქუჩაში კვლით, პენიტენციურ...

დავით მათიკაშვილი

1751192736

ახალი ამბები

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადა...

ლლლ

1751191343

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად...

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

1751189589

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდ...

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები დააჯილდოვა

1751187253

ახალი ამბები

სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სიღნაღში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ცნობილი კომპოზიტორის ბიუსტის გახსნის ცერემონიით და მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხ...

 კულტურის სამინისტრო