იაგოდა ლაზარევიჩი: საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ქართულ-სერბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელგრადიდან პირველი პირდაპირი რეისი Air Serbia-მ ცოტა ხნის წინ შეასრულა.

პირველი რეისის მგზავრებს შორის სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.

მისი განცხადებით, დღევანდელმა ფრენამ პირველად დააკავშირა ორი ქვეყნის, სერბეთისა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს.
„დღევანდელმა ფრენამ პირველად დააკავშირა ორი ქვეყნის, სერბეთისა და საქართველოს დედაქალაქები, ბელგრადი და თბილისი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე მიუთითებს. პატივი მაქვს, რომ ეს სასიხარულო ამბავი პირადად აღმენიშნა თბილისში. ჩემი როგორც, საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ულამაზეს ქვეყანაში ჩამოსვლა. თვითმფრინავი სავსე იყო და ძალიან ამაყი ვარ. ველოდებით, რომ ბევრი ტურისტი ჩამოვა სერბეთიდან საქართველოში და საქართველოდან სერბეთში. ეს რეისი ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა იაგოდა ლაზარევიჩმა.

თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750012819

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...

არჩილ გორდულაძე

1750010425

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...

ლევან მაჭავარიანი

1750009048

მსოფლიო

ირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...

ირანიირანი

1750006623

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1750001107

მსოფლიო

უკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...

 1 200 დაღუპულის ცხედარი