მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ატლეტიკოს“ შეხვდება

აშშ-ში დღეს სტარტი აიღო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ორი კვირის წინ მოიგეს და მალევე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს.
ლუის ენრიკეს გუნდი შეხვედრას დანაკლისით ხვდება, ტრავმის გამო ესპანური გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უსმან დემბელე. დანაკლისი არ აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატლეტიკოს“ გარდა, B ჯგუფში ბრაზილიური „ბოტაფოგო“ და ამერიკული „სიეტლ სანდერსი“ გამოვლენ. მათი შეხვედრა 16 ივნისს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, 15 ივნისს „ინტერ მაიამისა“ და „ალ აჰლის“ შეხვედრით (0:0) გაიხსნა. ტურინირის ყველა მატჩის ხილვა საქართველოს პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.
ტურნირის ფორმატი მსოფლიო ჩემპიონატის სტილს იმეორებს - 8 ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია განაწილებული, საუკეთესოები პლეი-ოფში გავლენ. ტურნირზე 12 კლუბი ევროპიდანაა, 6 სამხრეთ ამერიკიდან, დანარჩენი ადგილები კი აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, აფრიკასა და ოკეანიას შორის არის განაწილებული.
ჩემპიონატი 1 თვეს გაგრძელდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 13 ივლისს გაირკვევა. ტურნირის საპრიზო ფონდი მილიარდ დოლარს აღემატება.
1749990430
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს
ირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს იქამდე არ განაახლებს, სანამ ისრაელი ირანზე იერიშებს არ შეწყვეტს - განაცხადა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას და შ...
1749987125
საზოგადოებალევან მოსეშვილი: მქონდა პატივი, რომ Air Serbia-ს ხომალდზე ერთ-ერთი პირველი მგზავრი ვყოფილიყავი თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით
სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, Air Serbia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადი მიმართულებით, 130 მგზავრით პირველი პირდაპირი რეისი შეასრ...
1749983210
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ასე უცებ შექმნეს? მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებას ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ექსპერტი...
1749983131
მსოფლიოისრაელის პრეზიდენტი: ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ ყველა იმ ადამიანის ომი, ვინც ჩვენს რეგიონში საერთო მომავალს ეძებს
ისრაელის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იცხაკ ჰერცოგმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მსოფლიომ იცის, რომ „ბირთვული იარაღი მკვლელი იდეოლოგიის ხელში კა...
1749980957
ახალი ამბებისაქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ...