ილჰამ ალიევი: ურსულა ფონ დერ ლაიენი უზბეკეთში შუა დერეფანზე საუბრობდა, მაგრამ საქართველოს შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. ეს უსამართლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ბევრი ისაუბრა შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე, თუმცა საქართველოზე არაფერი უთქვამს, რაც უსამართლობაა, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
„რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული დავრჩი, როცა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ მაცნობეს, რომელიც მან უზბეკეთში ცენტრალური აზიისა და ევროკომისიის ლიდერების სამიტზე გააკეთა. ის საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რასაც ისინი ევროპის გლობალურ კარიბჭეს უწოდებენ. ძალიან უცნაური იყო, იმიტომ, რომ ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი მასში არავითარ როლს არ თამაშობს. ჩვენთვის ევროპელი ბიუროკრატების სომხეთისადმი გრძნობები გასაგებია, მაგრამ რუკას ვერ უგულებელყოფ. და ჩვენ, საქართველოსა და აზერბაიჯანში უკვე უზრუნველვყავით ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც დღეს ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება. საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი ალათში, კასპიის ზღვაოსნობა, რომელიც ტრანსპორტის შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი ეს იგნორირებულია. ჩვენ მიერ ინვესტირებული ფული იგნორირებულია. მხოლოდ თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გახსნაზეა საუბარი. რა უნდა ქნას ევროპამ? ეს მათი საქმე არაა. თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ევროპისგან შორს არის. არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე. თითქოს საქართველო არ არსებობს. ეს უსამართლოა“, - თქვა ალიევმა.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...