იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი - წიფელი, მურყანი, ასევე, წაბლი, რომელიც წითელი ნუსხითაა დაცული, შესაბამისად, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ხონის საქმიან ეზოში.
„იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის იანვარ-ივნისის თვეში სამართალდარღვევის 28 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო, 2024 წლის ამავე პერიოდში გამოვლენილი იყო 86 ფაქტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა, რაც პატრულირებასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების - დრონებისა და ვიდეოხაფანგების გამოყენებით, კონტროლის შედეგია“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
1751979004
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი...
1751978900
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ეუთო /ოდირი არის მიწასთან გასწორებული
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციებით ეუთო/ოდირი მიწასთან არის გასწორებული. „ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირის ჩამოსვლას და ამით სპეკულირებას, რომ თი...
1751978393
საზოგადოებაუახლოეს დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე...
1751977934
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს „მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში" ხედავს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, კვლევების მიხედვით მოსახლეობის პესიმისტური...
1751976162
მსოფლიოოდესის ოლქში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - არის მსხვერპლი
ოდესის რეგიონში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის ფონზე, ტყის ხანძარს ებრძვიან. დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო 24 სა...