საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება.

„მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. მზად ვართ გავაღრმაოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უზბეკეთს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, შესაბამისად, ქვეყანა დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე , უზბეკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751995037

ახალი ამბები

კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

 საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ლევილის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმსჯელეს. სხდომაში,...

საქართველოს კულტურის სამინისტრო

1751993074

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები

 ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული გამოვლენილი ფაქტი, სადაც ფიქსირდება უკანონო ხე-ტყის ჭრისა და გადამუშავების შემთხვევები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია...

მაია ბითაძე

1751989841

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართ...

პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1751986317

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი „ტვ პირველზე”: უბადრუკები ცდილობენ, ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ - აქოთებულია კონკრეტული მედიასვრცე

„ეს უბადრუკები ცდილობენ ჩემი მწარე ირონიით ნათქვამი პასუხი ამ ალოგიკურ შეკითხვაზე - ანუ ვიღაცამ თორნიკეს მაგივრად იქვე დაწერა წერილიო - ისე წარმოაჩინონ თითქოს, წერილის არსებობა დავაყენე ეჭვქვეშ“, - ას...

პოლიტიკოსი

1751985945

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: უცხოელი „აქტორები“ ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, თუმცა ეს ადვილად გასაშიფრი ტყუილია

ცდილობენ დანაშაულებით დამძიმებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას გამოაცალკეონ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათი აზრით შუაშისტური ძალაა, - განაცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კ...

დავით მათიკაშვილი