ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება

ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს წირავენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ღირსეულად უნდა დავუფასოთ გაწეული შრომა.

„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და 3 წელიწადში დასრულდეს.

„ყველა პოლიციის შენობის გარემონტება, განახლება, რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე იგეგმება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების რეაბილიტაცია და მათი ერთიან სტანდარტში მოყვანა. სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში- ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს გავარემონტებთ ყველგან და ერთიან ევროპულ, თანამედროვე სტანდარტში მოვაქცევთ ყველა ბაზასა და შენობას. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროება. დაგეგმილი გვაქვს ახალი პროექტები და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში აშენდება პოლიციის ახალი შენობები.  აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

ასევე საინტერესოა:

🔵  „3 წლის კარინა იერშოვა რუსმა აგრესორებმა გაიტაცეს, რამდენიმე საათი აწამებდნენ, გააუპატიურეს, მოკლეს და ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს“ - ქეთი ქარდავა

🔵 300 000-მდე ფერმერი სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის ფარგლებში  300 ლარს მიიღებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი