ირაკლი კირცხალია: ახალგაზრდებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს

ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს - როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე 2012-დან დღემდე თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ზემოთ ხსენებულმა ხალხმა, 2008 წელს, როდესაც დაღუპული გმირები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იწვნენ, რუსთაველზე ქვეყანა აზეიმეს, შემდეგ კი ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა.
კირცხალიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა თვალყური ადევნონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს, რათა, რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს აგენტურისა და მათი პატრონების ბინძური აღქმების ქვეშ.
„ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს - როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე 2012-დან დღემდე თავს მოახვიონ საზოგადოებას უბინძურესი აღქმები.
ეს ის ხალხია, ვინც 2008 წელს, როდესაც ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იწვნენ, რუსთაველზე ქვეყანა აზეიმეს. ეს ის ხალხია, ვინც ომის შემდეგ ომის დაწყება აღიარა. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენს სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა.
ეს ის ხალხია, ვინც სამი წლის წინ რუსთაველზე ბომბების წვიმას ნატრულობდა. ეს ის ხალხია ვინც შვილის მიერ მშობლის უარყოფას ტაში დაუკრა, და ბოლოს ეს ის ხალხია ვინც ცდილობს თავისი ბინძური წარსული და ზრახვები ანწუხელიძის სახელს ამოაფაროს.
P.S. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყურადღებით ადევნონ თვალ-ყური საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც ეს უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს თავიანთ პატრონებთან ერთად“, - წერს ირაკლი კირცხალია.
1743448597
სპორტიდევიდ უები: საქართველოსთვის ევროპაზე გასვლა ისტორიული მიღწევაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი დევიდ უები ბრიტანულ გამოცემა talksport.com -ს ესაუბრა, სადაც 45 წლის მწვრთნელმა კომენტარი საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა, მისი თ...
1743447483
მსოფლიოფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...
1743446839
ახალი ამბებიკირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ
„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...
1743444128
ახალი ამბებიტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...
1743443170
ახალი ამბებიმდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ
„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...