მათიკაშვილი: აგენტურულ ოპოზიციას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მოსწორებული აქვს ნიადაგი, ეს არ ეხება საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში თავის საქმეს აკეთებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, „ღამის კურიერის“  ეთერში მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც იმ პარტიების აკრძალვას გულისხმობს, რომლებიც „ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას“ ეწევიან.

როგორც მათიკაშვილმა განმარტა, აკრძალვის გადაწყვეტილებას არა მმართველი გუნდი და პარლამენტი მიიღებს, არამედ ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში გაჩნდეს ოპოზიცია, დანაშაულის ჩამდენი პირები, ვინც პირდაპირი მნიშვნელობით... და ეს არის ევროპული პრაქტიკა და შეგიძლიათ გადახედოთ ევროპაში რა ხდება, როგორ ხდება პოლიტიკური პარტიების, იმ პარტიების, ვისი მიზანიც არ არის დემოკრატიის მშენებლობა, აკრძალვა. აკრძალვა არ ხორციელდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, ვერც მმართველი პარტია ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მას საკონსტიტუციო სასამართლო იღებს.

წარმოვიდგინოთ მოცემულობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვისა და შემდეგ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას, გადაჯგუფდნენ, დაირქვეს სხვა სახელი „ნაციონალური მოძრაობა ერთი“ და გააგრძელეს იგივე მიზნებით საქმიანობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეაფასებენ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეს ახალი შექმნილიო კონკრეტული პარტია არის თუ არა რეალურად იგივე პარტია, სახეცვლილებით, იგივე სახეებით, იგივე ადამიანებით, იგივე წესდებითა და იგივე მიზნებით. ამ ყველაფრის მიზანი ხომ არ არის კოსმეტიკური ცვლილებები?!

სამწუხაროდ, პირდაპირი მნიშვნელობით, მოსწორებული ნიადაგი დღეს აქვს აგენტურულ ოპოზიციას ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, გარდა საპარლამენტო ოპოზიციისა, რომელიც თავის საქმეს პარლამენტში აკეთებს. მათი თავიანთი სიბნელით თავიანთი შექმნილი ეს უღრანი ტყე ისე დაიკავეს, რომ იქ სინათლის და ჯანსაღი, პოზიტიური, სხვა ოპოზიციური ძალები არ დატოვეს. თუკი არ ვიქნებით ჩვენ პრინციპულები დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ აუცილებლად რეგრესს მივიღებთ“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743577741

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა წარედგინება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ...

ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკოსი

1743577621

ახალი ამბები

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზ...

გრიგოლ ლილუაშვილი

1743575614

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

1743574265

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ბელარუსის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განს...

აა

1743573467

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატოს საკითხი არ არის და არც ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატოს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა. როგორც ზელენსკიმ გერმანი...

ზელენსკი