„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 1-ელ აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯივიპის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 1-ელ აპრილს, საღამოს 22:00 საათიდან 2 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორისა და კრწანისის რაიონებში: ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ნავთლუღის II დასახლებაში რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და მეტრეველის ქუჩებს; იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას, ოდიშელიძის, ფრისის, ალადასტურისა და კვირიკაშვილის ქუჩებს; გიგანტისა და ზოოვეტის დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, ვაგზლის ქუჩას.
სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს, ფოლადაანთკარს, ფონიჭალას, ჭალასა და თელეთს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.
1743573467
მსოფლიოზელენსკის განცხადებით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატოს საკითხი არ არის და არც ყოფილა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატოს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა. როგორც ზელენსკიმ გერმანი...
1743572461
ახალი ამბებიდროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გორის ბაზრობის წართმევის ფაქტზე ჯემალ წიკლაური და არაადამიანურ მოპყრობაზე გიორგი ზერეკიძე ისაუბრებენ
დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავს. სხ...
1743569996
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: უაღრესად მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის მუშაობას ახალგაზრდა თაობამ ადევნოს თვალყური, რადგან ბევრ რამეს გაიგებს და ბევრ რამეს ეხდება ფარდა
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობას ახალგაზრდა თაობამ ადევნოს თვალყური, რადგან ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, რადგან ბევრ რამეს ეხდება ფარდა“, - ამის...
1743539917
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები არღვევენ, რასაც ამერიკას დაჰპირდნენ, ყოველ შემთხვევაში, რაც აშშ-მა საჯაროდ განაცხადა, ვიმედოვნებთ, ტრამპს აქვს საჭირო ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება, რომ აშშ მალე გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „ენერგეტიკული ზავის“ დარღვევის გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინის...
1743537867
სპორტიკვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს
ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...