ირაკლი კირცხალია - „ფარას“ რუსულად მონათვლა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ახალი დავალება მიუვიდათ, ეს კანონიც რუსულად მონათლონ და იმავე წრეზე წავიდნენ

„ფარას“ რუსულად მონათვლა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ეს ერთადერთ შთაბეჭდილებას ტოვებს – გამოიდარა და ახალი დავალება მიუვიდათ, რომ ეს კანონიც რუსულად მონათლონ და იმავე წრეზე წავიდნენ, რომელზეც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების დროს იარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, „ეს მხოლოდ მათ გეგმებსა და პატრონებზე მეტყველებს“.

„შევხედოთ, ამ წრეზე სიარული როგორ გამოუვათ. ეს მხოლოდ მათ გეგმებსა და პატრონებზე მეტყველებს. რაც შეეხება მესამე სექტორის შეფასებას, რომ ეს კანონი ცხვრის ტყავში გახვეული მგელია, ესეც ღიმილის მომგვრელია. თუ ვინმე ცხვრის ტყავში გახვეული მგელი იყო, ვინმეს ქვეყნის დესტრუქცია თუ სჭირდებოდა და ამაში დონორების დაკვეთით თანხებს ასხამდა, სწორედ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. ვინმე ქველმოქმედების სახელით და ნიღბით აქ გადატრიალების მცდელობით თუ  იყო დაკავებული, სწორედ ის მდიდარი „ენჯეოები“ იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743184529

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: „დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას

 „მეგობარი აქტი“ და მსგავსი ტიპის გზავნილები არის იმისთვის, რომ [გარე ძალებმა] ხელი შეუწყონ [საქართველოში არსებულ] მილევად აქციებს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გამოდიან, - განაცხადა მედია...

 დიმიტრი ხუნდაძე

1743184054

მსოფლიო

ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

 ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური და მრავალ რელიგიური ქვეყანაა, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს მუსლიმ თემს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, - გა...

ირაკლი კობახიძე

1743183329

საზოგადოება

სოზარ სუბარი: მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო - ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ

 მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო. მდინარაძის საბრალდებო დასკვნაში ზურაბ ადეიშვილი წერდა, რომ „მან არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება“ დ...

სოზარ სუბარი

1743182135

ახალი ამბები

ვანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შსს-ის რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს

 „სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით,...

ვანო ბეჟაშვილი

1743180882

ახალი ამბები

ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია პოლიციამ დააკავა. ხოშტარია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელენე ხოშტარია დაკავებულია ადმინისტრ...

ააა