ირაკლი კირცხალია: მათ ე.წ. ბაბლში არის ილუზიების თეორიებიდან გამოწვეული რევოლუციური ყიჟინა, რაც ღიმილის მომგვრელია, ირგვლივ იწვის მთელი მსოფლიო, ჩვენთან კი დილით იღვიძებს მოქალაქე, მიდის სამსახურში და ბრუნდება სახლში

„რაც შეეხება პროტესტს და პროტესტის რეჟიმს, ყველანი კარგად ვხედავთ თუ რად გადაიქცა აღქმების და ილუზიების თეორიებიდან გამოწვეული პროტესტი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც შევიდა შეცდომაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აქტიურობით და განცხადებებით, რომელიც სიცრუეზე იყო დამყარებული და არასწორი ილუზიას, არასწორად აღქმას და ფაქტების დამახინჯებას უწყობდა ხელს. რამაც წაახალისა ეს აქციები. კიდევ ერთი, უკვე მერამდენე რევოლუციის მცდელობა ჩვენ ქვეყანაში ვნახეთ, როგორ დამთავრდა“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის გარემოცვაში არის აღქმა რევოლუციური ყიჟინის, რომელსაც მათ, მათივე ტელევიზიები და გარე აქტორები უქმნიან, რაც ღიმილის მომგვრელია.

„ახლა ელჩები დაგვრჩნენ ქვეყანაში, ემისრები, რომელიც იღებენ და გამტარი არიან ამ დავალების. ორი კვირა აორგანიზებდნენ ევროპის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ნიშანდობლივია, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღინიშნება და ჩვენთან ევროპის მოედანზე გათითოკაცებული ნაცმოძრაობის დანაყოფიდან პარტაქტივი ვიხილეთ. ეს არის რითაც ამათი ილუზიით და მათი ტელევიზიებით და მათი სოცქსელით მათი ე.წ. ბაბლი ცხოვრობს თორემ ქვეყანა ვითარდება, ხალხი მუშაობს, სამსახურში მიდის. ირგვლივ იწვის მთელი მსოფლიო პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენთან დილით იღვიძებს პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, მიდის სამსახურში და ბრუნდება სახლში თავის შვილებთან და თავის მშობლებთან. მათ ბაბლში კი ბატონო, არის რევოლუციური ყიჟინა. ცოტა ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ასევე, კარგი იქნება თუ მათი პატრონები დაინახავენ რეალურად რას წარმოადგენენ ისინი.

„დაანებონ ამ დივერსიფიცირებას თავი, მოუწოდონ თავიანთ ოთხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მათი ელექტორალური მხარდაჭერაც გაზომონ მათივე პატრონებმა. და იქნებ ერთხელ და საბოლოო და სამუდამოდ აი, ამათ პატრონების ტვინში გადატრიალდეს, რაღაც წერტილი და მიხვდნენ რეალურად საქართველოში რა დაკვეთაა, რა მიდგომაა აგენტურული ქსელის მიმართ, აგენტურული საქმიანობის მიმართ და იმ ხელდასხმული მონების მიმართ, რომელიც ამ დაკვეთას ასრულებენ. მეათედ, საიუბილეოდ კიდევ ერთხელ საზოგადოება გასცემს პასუხს და იქნებ მიხვდნენ მათივე პატრონები, რა ენით უნდა ესაუბრონ ქართულ საზოგადოებას და რა არის რეალურად ქართველი საზოგადოების დაკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750783846

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...

მიხეილ მაღლაკელიძე

1750782903

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე

„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...

ირაკლი კირცხალია

1750780899

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

მარიამ ქვრივიშვილი

1750777940

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 85 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საკითხი სხდომაზე თავდაცვის მინისტრი...

საკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

1750774340

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი: რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა, შეიძლება, კიდევ ბევრი რამ გამოვლინდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გრძელდება გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რაზეც...

ანრი ოხანაშვილი