ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატონი პაველ ჰერჩინსკი და კიდევ, რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად.
„ცრუ, დესტრუქციული და ბინძური ილუზიისა და აღქმის დათესვა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთი და ძალიან ხმაურიანი - ზუსტად იგივე სიტყვების ფორმულირება რამდენიმე თვის წინ, გვახსოვს ჩვენ მისგან და სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის და პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკური, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებაა. მეტს ვერაფერს დავარქმევ.
სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ, რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად ქვეყანაში, არამედ წევრებად. პირდაპირ აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ეს უკვე ჩვევაში გადაუვიდათ და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“, - განაცხადა კირცხალიამ.
ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საქართველოს შიდა საქმეებში მორიგ ჩარევად აფასებენ. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ელჩის განცხადება, არასწორი და დესტრუქციული აღქმის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობაა.
1750521644
ახალი ამბებიდაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით აქტიურად მუშაობს
ბაწარა-ბაბანეურის, კინტრიშის, მაჭახელასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე კოლხური ბზა სპეციალური ბიოლოგიური პრეპარატებით და დამატებითი ბუნებრივი საშუალებებით მუშავდება. აღნიშნული პროცესი მიმართულია გავრ...
1750519615
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მისთვი...
1750518888
ახალი ამბებიპროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დ...
1750515297
ახალი ამბებიმეუფე შიო: გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი
„დღეს გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი“, -...
1750512781
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მი...