ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, რომ ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რა აბრაც აქვთ გამოკრული

„არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, რომ ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რა აბრაც აქვთ გამოკრული“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეები ფასადურად თითქოს, მხოლოდ და მხოლოდ, კეთილშობილური საქმეები იყო, მაგრამ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებით რეალურად ფერადი რევოლუციებისთვის განკუთვნილი ბაზა იყო შექმნილი.
„ჩვენ გვახსოვს, რომ მათ შორის არჩევნებზე სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც 2020 წელს, ასევე, 2024 წლის არჩევნებში, ლაპარაკია ISFED-ზე, პირდაპირ იყო გამოყენებული არჩევნების შედეგების დისკრედიტაციისათვის. ეს ხომ ფაქტებია და ამ ფაქტების აღიარებაც ხომ გვახსოვს, როგორ არ უნდოდათ, როგორ უჭირდათ, თვეების განმავლობაში მალავდნენ. ახლაც, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა?
იმიტომ, რომ ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია იმ დეკლარირებულ მიზნებს, რა აბრაც აქვთ გამოკრული. სინამდვილეში ამ აბრის უკან სწორედ, ეს რევოლუციები იგულისხმებოდა და ეს არასანქცირებული ჩარევები ქართულ პოლიტიკაში, რაც ყველა დემოკრატიული, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის, ყველა დიპლომატიის წესით აკრძალულია. მაგრამ როდესაც მიზანი არის - მათივე დამკვიდრებული ფრაზა „რეჟიმ ჩეინჯინგი“ და არა არჩევნების შედეგების პატივისცემა, მაშინ ამ ბრძოლის დროს ყველანაირი ხერხი, როგორც ჩანს, დასაშვებია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1750523455
მსოფლიორომის პაპი: ხელოვნური ინტელექტი ადამიანის საკეთილდღეოდ განკუთვნილი ინსტრუმენტია და არა - მის ჩასანაცვლებლად
რომის პაპი ლეო XIV იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და 68 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხელოვნური ინტელექტის (AI) შედეგად წა...
1750521644
ახალი ამბებიდაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით აქტიურად მუშაობს
ბაწარა-ბაბანეურის, კინტრიშის, მაჭახელასა და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე კოლხური ბზა სპეციალური ბიოლოგიური პრეპარატებით და დამატებითი ბუნებრივი საშუალებებით მუშავდება. აღნიშნული პროცესი მიმართულია გავრ...
1750519615
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მისთვი...
1750518888
ახალი ამბებიპროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დ...
1750516318
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატ...