ირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება - დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება

„რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის მზადდება გეგმა და ოთხი წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება.
„ყველა ვხედავთ, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე ჩვენი დედაქალაქი, მუდმივად ლამაზდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ქალაქში გადაადგილება დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას.
ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერმა.
1747830698
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბება...
1747829177
ახალი ამბებისადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული საქონლის ფასეულობები ჩამოეწერათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი...
1747827930
საზოგადოებაპირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია გა...
1747826918
ახალი ამბებიიპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისი...
1747825527
საზოგადოებასაქსტატი - 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 9.2 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გად...