ირაკლი კობახიძე: დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას

„შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, მხოლოდ 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის თავისუფლად შესაძლებელი. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის სფეროშიც 2024 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

„კონკრეტულად ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან, 300 მლნ დოლარით გადავაჭარბეთ 2023 წლის, ანუ წინა წლის მაჩვენებელს. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა. ეს იყო საარჩევნო თვე - ოქტომბერი, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე ეს ყველაფერი გაგრძელდა დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლებმა მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მლნ დოლარი, რაც არის 90 მლნ დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე. ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოსდით, პირიქით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737369261

ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...

ჯო უილსონი

1737368312

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...

პოლიტიკოსები

1737365606

ახალი ამბები

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...

სასათბურე მეურნეობა

1737364498

ახალი ამბები

სოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინის...

პოლიცია

1737362419

ახალი ამბები

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...

საძოვრების იჯარით გაცემა