ირაკლი კობახიძე: წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი
„წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები, რაც დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი.
„საქართველოს ფოსტაში“ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წაგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, „თურქეთის ავიახაზებთან“, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მოგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან „საქართველოს ფოსტამ“ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
1791354141
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომა...
1791353549
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენაზე: თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ფონით
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საქ...
1791351053
ახალი ამბებისაპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება
საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთ...
1791351008
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები
პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი. „არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დად...
1791349190
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდ...































