ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ დავითაძეზე: ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პატიმარ გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაგეგმილ პოლიტიკურ შეტევად აფასებს. როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე დღეა აკვირდება სკანდალის განვითარებასა და მასში ჩართულ მონაწილეებს.
მისი თქმით, სიტუაციის შეფასებისას ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს იყენებს, რომელიც პასუხს სვამს კითხვებზე ვინ რას იღებს კონკრეტული მოვლენით, როგორ და რა გარემოებებში.
ანჯაფარიძის შეფასებით, ამ კითხვებზე მის მიერ მოძიებული პასუხები საფუძველს გვაძლევს წინასწარი დასკვნისთვის, რომ საქმე ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ დაგეგმილ შეტევასთან გვაქვს.
„რამდენიმე დღეა ვაკვირდები პატიმარ დავითაძის ირგვლივ აგორებული სკანდალის სცენარს და მასში ჩართულ მონაწილეებს.
ვიყენებ ჰაროლდ ლასველის ანალიზის მეთოდს, რომელიც ითხოვს პასუხებს კითხვებზე: ვინ რას იღებს ამ სკანდალით, როგორ და რა გარემოებებში?
ამ კითხვებზე ჩემ მიერ მოძიებული პასუხები მაძლევს უფლებას გავაკეთო წინასწარი დასკვნა, რომ საქმე გვაქვს მორიგ დაგეგმილ შეტევასთან ხელისუფლების წინააღმდეგ, საიდანაც შეტევის მონაწილეები დივიდენდებს ელოდებიან, ყველა თავისას.
ახლა გთავაზობთ თქვენც შეხედოთ სიტუაციას იმათი სამრეკლოდან, ვინც ამ ახალი სკანდალისგან სარგებელს ელოდება, ან უკვე მიიღო. ბევრ თქვენთვის საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ!“, - წერს ანჯაფარიძე.
1791354141
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომა...
1791353549
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენაზე: თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ფონით
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საქ...
1791351053
ახალი ამბებისაპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება
საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეის ფარგლებში, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა კონტინენტის პარლამენტების სპიკერებს შეხვდება, სადაც საქართველოს დელეგაცია ორმხრივი ურთ...
1791351008
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძეზე: არცერთ ექსპერტიზაზე ისინი არ წავლენ და არსად არ წავლენ, სადაც ყველასთვის ნათელი გახდება, რომ ისინი იყვნენ მატყუარები
პატიმარი გიორგი დავითაძე ექსპერტიზის ჩატარებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს მმართველი გუნდი. „არ ითანამშრომლებს, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო დად...
1791349190
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდ...































