„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა.

დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე წარმოების ტენდენციებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაზის უნიკალური ჯიშები, მონაწილეობა მიეღოთ რთველში და ყურძნის დაწურვის პროცესში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რთველი ქართველებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

„რთველი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც შეხება აქვს სოფლის მეურნეობასთან, ყურძენთან, ღვინოსთან და ეს არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილიც.

სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დღეს რთველში, კახეთში, იქ, სადაც არის სრულად წარმოდგენილი ქართული ტრადიციები, ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები.

მნიშვნელოვანია, რომ ისინი ეზიარონ კულტურას, რაც უკავშირდება ქართველებისთვის ძალიან ძვირფას ღვინოს და ყურძენს.

მნიშვნელოვანია, ასევე, იმ კუთხით, რომ არაფორმალურ გარემოში, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ვისაუბროთ ძალიან ბევრ საკითხზე მათ შორის ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობაზე“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791294513

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავსმოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით

„ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1791294443

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გარე აქტორები როდესაც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე, ეს თანამშრომლობა აღარ არის, ეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევაა

„უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპა...

შალვა პაპუაშვილი

1791293528

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მთავრობისა და პარლამენტისადმი სწორედ იმიტომ არის ხალხის ნდობა, რომ ვმოქმედებთ ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით

„სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი რითაც არის დაკავებული, ეს არის პროპაგანდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვამხელთ, ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაა, როცა ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს“, - ამის...

შალვა პაპუაშვილი

1791292856

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპრეცედენტო რღვევის პირობებში, უცხოური ჩარევა მსოფლიოში საზოგადოებების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და შემაშფოთებელ გამოწვევად იქცა

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, ტანზანიაში, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოურ ჩარევასა და გამჭვირვალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ...

შალვა პაპუაშვილი

1791292748

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანა...

ციხე