ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი რუსოფობიას ქართულ საზოგადოებაში მთავარ გამოწვევად და იმსახურებს თუ არა ეს თემა ხელისუფლებისგან ასეთ დიდ ყურადღებას, პრემიერმა უპასუხა, რომ საკითხი „საგანგებო ყურადღებას იმსახურებს“.
მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ჩართულია პოლიტიკური აქტივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.
„დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის „დიფ სთეითის” ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი პოლიტიკური აქტივი- უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, „ენჯეოების“ სახით და თქვენი სახით, მათ შორის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განუცხადა „ტვ პირველს“ ირაკლი კობახიძემ.
1786566236
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრა სურს, თუმცა ამ საკითხში კანონი ძალიან მკაცრია
დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა 2028 წლის ა...
1786565018
მსოფლიოევროპაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა
„12 აგვისტოს ევროპაში იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა“, - ინფორმაციას CNN ავრცელებს. მოვლენას მილიონობით ადამიანი ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში აკვირდებოდა. ესპანეთის...
1786563510
ახალი ამბებიევროპის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ გაუტანა და გუნდი დააწინაურა. შეხვედრის მე-20 წუთზე ქართველმა ანგარიში გახსნა – პსჟ მეტოქეს 1:0 ამარცხებს. პარიზელთა ძირითად თერთმეტეუ...
1786562521
ახალი ამბებიინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის...
1786561258
ახალი ამბებიგომის მთაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა
გომის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მძიმე ავარია მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ექსკლუზივს“ განუცხადეს, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრა...































