მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს - ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გაუქმდა

ეტაპზე გადადის. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

რუბიოს თქმით, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის (Birth Tourism Prevention Task Force) მიზანია იმ უკანონო ქსელების გამოვლენა და დაშლა, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის სავიზო სისტემის მოტყუებაში ეხმარებიან, მათთვის მოგზაურობასა და საცხოვრებელს აწყობენ და დოკუმენტებსაც კი აყალბებენ, რათა მათ შვილებმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღონ.

„ამერიკის მოქალაქეობა არ იყიდება. თუმცა, კარგად ორგანიზებული „სამშობიარო ტურიზმის“ ქსელები სარგებელს იღებენ ამერიკის კანონების ბოროტად გამოყენებით. უცხოელებს აშშ-ის სავიზო სისტემის მოტყუებას ასწავლიან, ორგანიზებას უწევენ მათ მგზავრობასა და საცხოვრებელს, დოკუმენტებსაც კი აყალბებენ. ყველაფერს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შვილებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მოპოვება შეძლონ. სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა „სამშობიარო ტურიზმის პრევენციის სამუშაო ჯგუფი“, რათა შეამოწმოს ვიზის მფლობელთა საქმიანობა, დაშალოს უკანონო ქსელები და ბოლო მოუღოს ჩვენი ქვეყნის კანონების ამ სასტიკ ბოროტად გამოყენებას“, - წერს მარკო რუბიო.

სახელმწიფო მდივნის ცნობით, სამუშაო ჯგუფის ამოქმედებიდან ერთ თვეში, მსოფლიოს მასშტაბით უკვე 600-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. უწყება გეგმავს, ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენოს სქემების დასაშლელად და აშშ-ის მოქალაქეობის ინსტიტუტის დასაცავად.

ცნობისთვის, „სამშობიარო ტურიზმი“ გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც ორსული ქალები აშშ-ში მშობიარობის მიზნით მიემგზავრებიან, რათა მათმა შვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786558403

ახალი ამბები

ავარია გომის მთაზე - დაღუპულია ორი ადამიანი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

გომის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მძიმე ავარია მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ექსკლუზივს“ განუცხადეს, დადასტურებულად დაღუპულია ორი ადამიანი, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. შესა...

ყვითელი ლენტი

1786555309

მსოფლიო

ატომური ელექტროსადგურის ავარიული გაჩერების თავიდან ასაცილებლად, უნგრეთმა დუნაის კალაპოტის შეცვლაში არმია ჩართო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგურ „პაკშის“ მახლობლად, დუნაის ფსკერზე სპეციალური „ბარიერის“ მოწყობა იგეგმება, რათა მდინარეში წყლის დონის შემდგომი შემცირება...

ატომური ელექტროსადგური

1786554811

მსოფლიო

გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოება დაამტკიცა, ოპოზიცია გადაწყვეტილება აკრიტიკებს

დივერსიისა და ჯაშუშობის მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება, რომელიც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და ფედერალური სადაზვერვო სამსახური, რომელიც საგარე...

გერმანიის მთავრობა

1786553381

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს - აშშ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს და ის საზღვაო ბლოკადაში აქვს მოქცეული. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ამ ეტაპზე მხოლო...

დონალდ ტრამპი

1786550919

ახალი ამბები

კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა

„ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის...

საქართველოს ფილიალის დირექტორი