ირაკლი კობახიძე: ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა

დაახლოებით 35 წლის წინ, მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს უკვე სხვა გარე ძალები ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება და მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“.
„ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან.
დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები ასევე ცდილობენ, ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა „კაგებე“. ვგულისხმობ ე. წ. დიფ სთეითს.
ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის გამოყენებით, მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით.
მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად.
რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა.
ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...
1744897534
ახალი ამბებინიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...
1744897440
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას
ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...