ირაკლი მეზურნიშვილი: ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, რამდენიმე დღეში დაიგეგმება უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში
„ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა „ქრონიკასთან“ უნგრეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
„დღეს საინტერესო შეხვედრები გველის. დაგვიგროვდა ბევრი საკითხი. ეს არის განათლების სფერო. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი აქტიურად აფინანსებს ქართველ ახალგაზრდებს და აძლევს ყოველწლიურად შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდნენ და მიიღონ განათლება უნგრეთში, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ასევე გვექნება მიმოხილვა იმ ეკონომიკური ურთიერთობის, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია და ზოგადად, ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და სულ მალე, რამდენიმე დღეში დაიგეგმება უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
1769161870
მსოფლიოაშშ-ის ვაჭრობის მდივანი: რატომ აგზავნიან ევროპელები სამხედროებს გრენლანდიაში და არა უკრაინაში?
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, ევროპული ქვეყნების ნაწილის მიერ გრენლანდიაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი...
1769160213
მსოფლიოკაია კალასი: ტრანსატლანტიკური ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ იყო, მაგრამ ევროპა არ აპირებს უთანხმოების გამო 80-წლიანი კარგი ურთიერთობების სანაგვეზე გადაყრას
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუს დროს აშშ-სთან ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებს შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი აღარ არის ისეთი, როგორიც ერთი წლის წი...
1769159178
საზოგადოებასაქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი - 24-25 იანვრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალ...
1769158309
მსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი ერთობლივი ინვესტიციები გრენლანდიის უსაფრთხოებაში არასაკმარისი იყო, ამიტომ ახლა ამ მხრივ ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს
ევროკავშირის საგანგებო სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, თუმცა გაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება საინვესტიციო პაკეტი გრენლანდიისთვის და...
1769157296
მსოფლიოSpiegel: გერმანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა
გერმანიის მთავრობამ რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ გერმანიაში მცხოვრები, წარმომ...





























