ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს

„ევროკავშირის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“.

ქადაგიშვილის თქმით, ფეოდალური მიდგომები – „დაყავი და იბატონე“ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს.

„საქართველოს ხალხი და სახელმწიფო დაყოფილი არ არის და საქართველოს სახელმწიფოს სისხლი არის ქართველი ხალხი, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ირჩევს. ამიტომ პატივი სცეს მან საქართველოს მთლიანობაში დანახულს და ნურავინ ეცდება, რომ საქართველო დახლიჩოს რამდენიმე ნაწილად. ეს ფეოდალური მიდგომები -„დაყავი და იბატონე“, საქართველოში არ უნდა მუშაობდეს. საქართველოს ხალხთან ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ლაპარაკს. როგორც შეაჩერეს 2024 წლის ზაფხულში არჩევნების წინ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, კეთილი ინებონ და აღადგინონ ეს პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე გააკეთონ ხოლმე გარკვეული შეფასებები. ეს უფრო რეალისტური დამოკიდებულება იქნება, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793963577

საზოგადოება

გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკ...

გიორგი გაბუნია

1793962301

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის...

გაათავისუფლა

1793958201

მსოფლიო

DW: ჯორჯია მელონი უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, რომ მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში ომის დასრულები...

ჯორჯია მელონი

1793957424

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად,...

საქართველოს ეროვნული ბანკი

1793955052

ახალი ამბები

ცანა-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...

გზების დეპარტამენტი