ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, გამოფენაზე 37 ქართული კომპანია წელს სამი თემატური: ეროვნული, საკვებისა და სასმელებისა და სამომხმარებლო პროდუქციის პავილიონით არის წარმოდგენილი. ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობის მიმართ მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად უწყობს ხელს ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წელს მეცხრედ ტარდება ქალაქ შანხაიში ჩინეთის ყველაზე მასშტაბური იმპორტის გამოფენა, სადაც ორგანიზატორები ნახევარ მილიონზე მეტ დამთვალიერებელსა და მყიდველს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში პირველად გაიმართა საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება, რომლის ოფიციალურ გახსნაშიც ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ღონისძიება გახსნა შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილემ იანგ ტუნგშენგმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერებისთვის.
„საქართველო ჩინეთს სთავაზობს ღია ეკონომიკას, კონკურენტუნარიან საგადასახადო სისტემას, ეფექტიან სახელმწიფო სერვისებსა და მთავრობას, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციებსა და ინვესტიციებს ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალებად განიხილავს. ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში საიმედო და ერთგული პარტნიორი“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო-ჩინეთის B2B ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი შეფასებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს. 440 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე პავილიონებში წარმოდგენილია საკვები და სასმელი პროდუქტები, უახლესი ტექნოლოგიები, სამრეწველო დანადგარები, ავტომობილები, სამედიცინო აღჭურვილობა, ინოვაციური პროდუქტები, სამომხმარებლო პროდუქცია და სხვადასხვა სახის მომსახურება.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
1793955052
ახალი ამბებიცანა-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...
1793954467
საზოგადოებანინო წილოსანი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველ ხალხს გამოუმუშავდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას
მმართველ გუნდში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ აინტე...
1793952034
ახალი ამბებიდანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ათონელის სასახლესთა...
1793950919
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...
1793950240
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარე...



























