ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ის ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის.

„თუმცა, ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობლად ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც - ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა სწორედ მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობის და ქვეყნის მზადყოფნის მიხედვით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა თქვა, რომ მკაცრად უჭერენ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას იზიარებენ. უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება გამორიცხა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793954467

საზოგადოება

ნინო წილოსანი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველ ხალხს გამოუმუშავდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას

მმართველ გუნდში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ აინტე...

ნინო წილოსანი

1793952034

ახალი ამბები

დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ათონელის სასახლესთა...

შსს-მ აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა

1793950919

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...

ბიძინა ივანიშვილი

1793950240

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარე...

ცესკოს თავმჯდომარე

1793948244

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებუ...

არადეკლარირებული მედიკამენტები