ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია.
ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული ჯგუფების მიზანია არა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში მოყვანა.
„რაც შეეხება რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებს, სწორედ ასეთი პოლიტიკით წაქეზებული და მათ მიერ ნაკვები ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიცია იყო, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქუჩაში მოისროლა და ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, ყოველმხრივ, ყველანაირად ახალისებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალებას. ეს არის დამარცხებული საგარეო, თუ საშინაო პოლიტიკური აქტორების საქართველოზე შურისძიების რეზოლუციების მთელი წყება, რომელსაც არანაირ რეალობასთან და საქართველოსთან კავშირი არ აქვს.
რაც შეეხება, როგორც ისინი ეძახიან, პოლიტპატიმრებს, ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე ან პოლიციელზე შტურმს და თავდასხმას მოახდენს, თუ პოლიტპატიმარია, მაშინ სულ რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლების დროს. მაგრამ რეზოლუცია, რა თქმა უნდა, არც მიუღიათ და არც კრინტი დაუძრავთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება.
„რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკითხს, ყველამ გაითვალისწინოს, რომ საქართველო არ გახლავთ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს კანონები. საქართველოს აქვს კონსტიტუცია და ყველა ის კანონი, რაც არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. ცალკეული ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი არ არის საქართველოში კანონი და კონსტიტუცია უნდა არსებობდეს თუ – არა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერ და კონსტიტუციურ პროცესს, მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაზე არსებობს ობიექტური მტკიცებულებები ჩვენი სამშობლოდან გამომდინარე. როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებული, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები და არჩევნებში ჩარევის პრინციპები, ახლაც ასე ცდილობენ, ჩაერიონ მათ შორის სასამართლო პროცესებში. ეს არ არის ის რეზოლუციები, რომლებიც სამართლიანობაზეა დაფუძნებული, ეს არის რეზოლუციები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწროპოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. 15-20 ადამიანია ხოლმე 720-კაციან პარლამენტში, რეალურად ინტერესი აქვს ზუსტად ერთი და იგივე სახელებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიაზე „ზრუნავენ“. ინტერესი არის ერთადერთი, რამენაირად დააზიანონ საქართველო, რადგან გაღიზიანებული არიან, მათ შორის იმით, რომ საქართველოს აქვს მყარი და მდგრადი ეკონომიკური წინსვლა.
ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას ვერ აღწევენ, ოპოზიცია, ფაქტობრივად, მათივე კვლევებით განულებულია. ამიტომ უნდა დააწიონ ასეთი ტიპის რეზოლუცია, რათა არარსებულ ოპოზიციას და გარკვეულ მედიას ქვეყნის შიგნით აჟიოტაჟის შექმნის საშუალება მისცენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...
1791463158
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოცდაერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, მარნეულსა და ქუთ...
1791462327
საზოგადოება4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...
1791461228
საზოგადოებასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...
1791460357
საზოგადოებაქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...

























