ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზანი, ქვეყანაში ნებისმიერი გზით „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხელისუფლებაში მოყვანაა

„მათი მიზანი არის ერთადერთი რამ, არა დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა საქართველოში, არამედ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში მოყვანა და მოტრიალება.

სწორედ აი ასეთი პოლიტიკით წაქეზებული და მათ მიერ ნაკვები ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიცია იყო, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქუჩაში მოისროლა და ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ ყოველმხრივ, ყველანაირად ახალისებდნენ, მათ შორის 4 ოქტომბრის გადატრიალებას.

როგორც არჩევნების დროს არჩევნებში უხეშად ჩარევით იყვნენ დაკავებულნი, როდესაც გადათელილი ჰქონდათ საერთაშორისო სამართალი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა, დემოკრატიის პრინციპები, არჩევნებში ჩაურევლობის პრინციპები, ახლა ასე ცდილობენ, რომ ჩაერიონ, მათ შორის, სასამართლო პროცესებში.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ის რეზოლუციები, რომელიც სამართლიანობაზეა დაყრდნობილი, ეს არის რეზოლუციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791458082

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს

„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო...

დავით მათიკაშვილი

1791456168

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტი...

არჩილ გორდულაძე

1791456032

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...

ლაშა გეგეჭკორი

1791455673

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....

პენიტენციური სამსახური

1791454911

ახალი ამბები

სგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...

არადეკლარირებული ვერცხლი