ირაკლი რუხაძე: პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის.
„პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა შემთხვევით ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე, რომელიც, ასევე, ბადრის სახლთან იყო. ბადრის ხელში ჰქონდა ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა მანქანის ნომრებს და ა.შ.
უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოვხვდით, რომ ეს არ გვეჩვენებინა „იმედზე“. თავიდან ეს მეგობრული იყო - „ოღონდ ეს არ აჩვენოთ და რაც გინდათ გვთხოვეთ“, მერე ეს ყველაფერი მუქარაში გადავიდა. ჩემამდეც გადმოვიდა, იმიტომ რომ ბევრ ხალხს ვიცნობდი თბილისიდან. გიგა ბოკერია მთლად ჩემი მეზობელი იყო. მაგრამ ბადრის [პატარკაციშვილის] გადაწყვეტილება იყო ფუნდამენტური, რომ ეს უნდა გვეჩვენებინა და ვაჩვენეთ ეს „იმედზე“, - განაცხადა რუხაძემ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ბიზნეს-ჯგუფს არცერთი ტენდერი არ მოუგია. რუხაძე იხსენებს, რომ ვითარება მოკლე დროით 2007 წელს, ლონდონში ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა.
„შეხვედრის დედააზრი იყო ის, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გაცვალა „იმედი“ საქართველოს რკინიგზაში. როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ ძალიან გვიშლიდა ხელს ბიზნეს წარმოებაში დაპირისპირება. ამ დაპირისპირების ეპიცენტრი იყო რა თქმა უნდა, „იმედი“ და ამიტომ, ბადრი თვითონ იყო საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ - ერთი მხრივ „იმედი“, მეორე მხრივ მისი ბიზნეს ინტერესები ქვეყანაში და ამიტომ, რაღაც მომენტში მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ „იმედს“ გაცვლიდა საქართველოს რკინიგზაში. ამის მერე, საქართველოს რკინიგზის უცნაური პრივატიზაცია მოხდა. რაღაც გაურკვეველ ინგლისურ ჯგუფს გადასცეს, საერთოდ გაურკვეველი პირობებით. მე ძალიან კარგად ვიცი, ის ჯგუფი რა იყო, იმიტომ რომ მე მიმყავდა მოლაპარაკებები უკვე ინგლისშიც.
რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს ჩვენი „თაფლობის თვე“, როცა პრივატიზაცია გაუკეთეს რკინიგზას და იმ ჯგუფს მისცეს, რომელსაც მერე ჩვენთვის უნდა გაეცვალა „იმედში“. ამ დროის განმავლობაში, მოვასწარით „მაგთიკომის“ წილის ყიდვა, მოგვცეს უფლება, თორემ ეს რომ არ ყოფილიყო, „მაგთიკომის“ წილს ვერ ვიყიდდით, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები, ინგლისელები, რომლებიც ჩემთან ერთად შემოდიოდნენ, გააჩერა სააკაშვილმა და უთხრა: ამათთან ერთად ნუ დააბანდებ ფულსო. მერე, რაღაც მომენტში უთხრა, კარგი, ახლა შეიძლებაო. და ზუსტად ამის შემდეგ, მოგვცეს საშუალება, რომ შეგვეძინა „მაგთიკომის“ წილი. მერე ბადრის დაეწყო ჭმუნვები, საქართველოში უამრავი საშინელება ხდებოდა, რომელმაც მერე 7 ნოემბრამდე მიგვიყვანა და რაღაც მომენტში ბადრიმ თქვა: „იმედი რომ გავყიდო, მერე ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო, როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყანაში“. მოკლედ, ეს გარიგება სხვადასხვა მიზეზის გამო ჩაიშალა. როგორც კი ეს გარიგება ჩაიშალა, გადავედით ძველ დაპირისპირებაში“, - განაცხადა რუხაძემ.
1747830698
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბება...
1747829177
ახალი ამბებისადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული საქონლის ფასეულობები ჩამოეწერათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი...
1747827930
საზოგადოებაპირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია გა...
1747826918
ახალი ამბებიიპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისი...
1747825527
საზოგადოებასაქსტატი - 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 9.2 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გად...