ირაკლი შენგელია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა. მისი თქმით, ამას ადასტურებს წლევანდელი ორი კვარტლის საპრივატიზებო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულებაც - საანგარიშგებო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
„სააგენტო პროაქტიულად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები“ - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.
მისივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვებპორტალზე.
1754402324
საზოგადოებაგივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებ...
1754401820
საზოგადოებაშპს „თბილსერვის ჯგუფი“ ქუჩების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. გზის სავალი ნაწილი, კონტეინერები და გაჩერებები ამჯერად გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მოირეცხა. ასე...
1754401705
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წელს ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულება ადასტურებს, რომ სამინისტრო აქტიურად და ამასთან...
1754400578
საზოგადოებაინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა
ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა. 2024 წლიდან თორნიკე ნოზაძ...
1754399526
საზოგადოებარუსთავში ხანძარია
რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე ხანძარია. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით ცეცხლი საბურავებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.