შალვა პაპუაშვილი: ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს და ჩვენ, ამ საკითხს, დეტალურად მივადევნებთ თვალყურს

„განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი. ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს“,- დაწერა პრემიერ-მინისტრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა.

დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება.

საარჩევნო კანონმდებლობა ვრცელდება საქართველოში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, დიპლომატებზეც. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები „ვალდებული არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში."

სამწუხაროდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით. რაც, როგორც ვენის კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.

ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს. ჩვენ, ამ საკითხს, დეტალურად მივადევნებთ თვალყურს“,- დაწერა პაპუაშვილმა.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754406434

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობაზე...

მიხეილ ყაველაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

1754404594

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე

„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი სა...

 მიხეილ სარჯველაძე

1754402324

საზოგადოება

გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებ...

გივი მიქანაძე

1754401820

საზოგადოება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ქუჩების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. გზის სავალი ნაწილი, კონტეინერები და გაჩერებები ამჯერად გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მოირეცხა. ასე...

გზის მორეცხვა

1754401705

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წელს ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულება ადასტურებს, რომ სამინისტრო აქტიურად და ამასთან...

მარიამ ქვრივიშვილ