ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს ჭერი, „TV პირველმა“ ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა - თქვენი ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ მან, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტელეკომპანია „TV პირველის“ მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციით იქნა წარმოჩენილი.

თავდგირიძემ სხდომაზე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, რის შემდეგაც ოპონენტებს უპასუხა.

„პირველ რიგში მივუსამძიმრებ ფონიჭალაში გარდაცვლილების ოჯახს და ვუსურვებ გამძლეობას. ამ საკითხს არ მინდოდა შევხებოდი, მაგრამ, ამას ვერ გავცდებით. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი და ეს დიდი სიკეთე გააკეთა და ბიძინა ივანიშვილის სიკეთეებზე რომ დავიწყო საუბარი, არა მარტო რეგლამენტი, დღის ბოლო არ მეყოფა, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს რაღაც ქულების დაწერას ცდილობდა. მე მინდა მოგიწოდო, რომ თქვენი პარტიის ლიდერიც ასევე ბიზნესმენია და რომ ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად ვიცით, რომ ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ”,- აღნიშნა თავდგირიძემ.

მანვე, ოპონენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯაში დაადანაშაულა. თავდგირიძის განმარტებით, პრემიერმა ხაზი გაუსვა პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს. მისივე თქმით, პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ქვეყანა წარმატებულად და მშვიდობიანად მიჰყავს.

„ამასთან ერთად, მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას მეორე პირებთან დაკავშირებით. თქვენ გიყვართ ხოლმე კონტექსტიდან ამოჭრილი წინადადებების დატრიალება. პირველ რიგში, პრემიერმა იგულისხმა, რომ პარტიას ჰყავს საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოდის და გუნდს უდგება გვერდით, ეხმარება და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოს სჭირდება, თავისი ფინანსებით თუ რესურსით. და ამასთან ერთად, ვიცით, რომ პრემიერი პოლიტიკურ ნაწილში გულისხმობდა იმას, რომ ეს ერთიანი გუნდური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თქვენ ამას ისე იყენებთ, თითქოს პრემიერის დაკნინებას ცდილობთ. არა ბატონო, პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი, ქვეყანა მიჰყავს წარმატებულად და მშვიდობიანად”,- განაცხადა თავდგირიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795848104

ახალი ამბები

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები - სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით,...

ლევან თაქთაქიშვილი

1795846497

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი

1795811954

მსოფლიო

„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

 გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...

გაეროს მდივანჯ

1795808573

ახალი ამბები

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   ღონისძიე...

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა