ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს
ახლა არ უნდათ სააკაშვილი? ალიანსი არის სააკაშვილის, ბოკერიასი და გვარამიასი, ვაშაძეები ჭანჭიკები არიან, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი არის თავიდან აღორძინებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„რატომ უკვირთ, თუ მათი ბელადი სააკაშვილი პრეტენზიებს გამოთქვამს? სწორადაც გამოთქვამს. „ნაცმოძრაობის“ გარეშე არაფერს წარმოადგენენ. რამდენჯერ შექმნეს ალიანსი? ხან „შვიდიანი“ დაირქვეს, ხან „რვიანი“, ხან „ცხრიანი“. მათი მცდელობა იყო, ქვეყანა ამოეტრიალებინათ.
არ გახსოვთ, გვარამია როგორ აგინებდა ხალხს? ამ ადამიანმა ვიმკურნალეო და ახლა ნამკურნალები გვარამია დაგვიბრუნდა? იგივე ხელწერა და მიდგომა აქვთ, რაც მანამდე ჰქონდათ „ნაცებს“. ეს გაერთიანება დაკვეთაა. მათ ქვეყნის გარედან პატრონებმა გაერთიანება დაუკვეთეს. ამ ლუზერების გაერთიანებით ქართველების წინააღმდეგ რაღაცას ცდილობენ. ამაში სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას იყენებენ. ამ
ლუზერებისგან რა წინააღმდეგობა უნდა იყოს? ამიტომ ემიჯნებიან ერთმანეთს, ერთმანეთი ესირცხვილებათ.
სააკაშვილი ბელადობას არ თმობს, ამათ სააკაშვილი ესირცხვილებათ. ეს არის ლუზერების პლატფორმა. ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს. გვარამიას რომ ჰკითხოთ, მმართველია და ჭიჭე ვაშაძე პრემიერობისთვის მზად არის. ამათ რომ ჰკითხოთ, გადამრჩენელი არიან და პირველობას არ დათმობენ. იძულებული არიან, ამ გაუგებარ პლატფორმაში ერთად იყვნენ, რადგან ასეთი დაკვეთა აქვთ“, - აღნიშნა ზარქუამ.
1776779003
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას...
1776778357
ახალი ამბებიპრემიერი: 14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ჩვენი ქვეყნის თითოეულ პატრიოტს გილოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს
„14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკუ...
1776777217
მსოფლიოსი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთი მზადაა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად აფრიკის ქვეყნებთან ითანამშრომლოს
ჩინეთი მზადაა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად აფრიკის ქვეყნებთან ითანამშრომლოს, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში მოზამბიკის პრეზიდენტ დანიელ ჩაპოსთან შეხვედრისა...
1776777099
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6931 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1776776552
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსე...


























