პრემიერი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით აქვეყნებს.
„14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა შექმნა.
დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
1776780313
საზოგადოებაგეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა...
1776780072
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს....
1776779170
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა - დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება
მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა - დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, - აღნიშნულია განცხა...
1776779110
საზოგადოებაპრემიერი: დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ
„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, - წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაური პარტია „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14...
1776779057
საზოგადოებაპრემიერი: წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა
„წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა...


























