ირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს, კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა

ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს, როდესაც არ მივიდნენ საპარლამენტო გომისიაში და არ სცნეს მათი ლეგიტიმურობა.

„მთელი ის ნეგატივი და გაშავება ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლების ცოტა შენელებულია იმიტომ, რომ ვიღაცებს ეტყობა დაფინანსება ამოეწურათ და ცოტა შენელებულია, მაგრამ მაინც ისმის. რომელიღაცა ევრობიუროკრატი გამოგვეხმაურა და თქვა, ოპოზიციის ლიდერებს იჭერენო. აი, აბსურდი. რადიკალების თითოეულმა ლიდერმა თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როდესაც შენ, საპარლამენტო კომისიაში არ მოდიხარ, ლეგიტიმაციას არ ცნობ, კითხვებზე პასუხს არ იძლევი, მათ შორის მათ [ევრობიუროკრატების] ქვეყნებშიც უფრო მკაცრია სანქცია. ჩვენ ვუთხარით, რომ უნდა მობრძანდნენ და პასუხი გასცენ. მათ ეს არჩევანი გააკეთეს, არ მოვიდნენ და შესაბამისად, პასუხი უნდა გასცენ. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა.

თან ვისგანაა ეს ორმაგი სტანდარტი. ჩვენ გვახსოვს ლეპენი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დაიჭირეს. ასევე, გვახსოვს, როდესაც დანაშაული იყო ჩადენილი პრეზიდენტებიდან დაწყებული, რიგითი ევროპარლამენტარები ციხეში წასულან. რატომ არ უნდა დაიჭირო, როდესაც ისინი თავისივე არჩევანით არღვევენ კანონს?! კანონიც გვკარნახობს, რომ თუ არ გინდა, მობრძანდი სასამართლოში და ჩემი აზრით, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750879711

ახალი ამბები

თელავში კაცი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში  გავრცელებული ცნობით, კაცი დაჭრეს. არსებული ცნობით, 64 წლის კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექი...

პოლიცია, ლენტი

1750877357

ახალი ამბები

გოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...

გოგიტა თოდრაძე

1750874136

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე

„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1750872125

ახალი ამბები

სროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი

ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...

სროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი

1750871181

მსოფლიო

ტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...

დონალდ ტრამპი