ვარლამ ლიპარტელიანი: წლების წინ გვახსოვს ყველას, რომ ცოტა გვიჭირდა ქალთა ძიუდოში, დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან ისინი ბიჭებს
„მინდა, თქვენი ეთერის საშუალებით ეთერ ლიპარტელიანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო მისი თავდაუზოგავი შრომისთვის, თავდადებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
მისივე თქმით, ზუსტად ამ თავდადებისა და შრომის შედეგია ის, რომ ამხელა წარმატებას მიაღწია ინდივიდუალურში.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება, გუნდის საერთო შედეგი. წლების წინ, გვახსოვს ყველას, რომ ცოტა გვიჭირდა ქალთა ძიუდოში. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან ისინი ბიჭებს, თითქმის თანაბრად არიან. თუ მედლების ხარისხით შევაფასებთ, ვიტყოდი, რომ ქალთა ნაკრებს ოქრო აქვს და ბიჭების ნაკრებს ოქრო არ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ძალიან დიდი წარმატება. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო.
რაც შეეხება უშუალოდ ეთერის მაგალითს, ვიტყოდი, რომ მის მაგალითზე უამრავი ახალი თაობა წამოვა, უამრავი ადამიანი დაისახავს მიზნად, რომ გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ის არის. ეს მხოლოდ სასიხარულოა.
დავამატებ, რომ ეს ყველაფერი იმ გუნდის, იმ ხელისუფლების შედეგია, რომელმაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანა ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით სპორტის მიმართულებით უამრავი წარმატება გვაქვს არა მხოლოდ ინდივიდუალურ სახეობებში, არამედ, გუნდურ სახეობებშიც. რა თქმა უნდა, ეს არის იმის შედეგი, რომ სწორი მიმართულებით, სწორი პოლიტიკით მიდის ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ სპორტი არის ჩვენი პრიორიტეტი, იმ დღიდან დაწყებული უდიდესი ყურადღება ექცევა სპორტს და ჩვენ შედეგებზეც ვხედავთ. მადლობა ისევ და ისევ მათ. ეთერს ახლა წითელი საზურგე აქვს და ვუსურვებ, 2028 რვაში ოქროსფერი საზურგით დაბრუნებულიყოს ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსით“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























