ირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში.

„რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მარტა კოსმა რაც არ უნდა თქვას, ის არის დროებითი - დღეს არის ხვალ აღარ იქნება.

ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში ისეთი პროცესები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს. ეს მათი უმსგავსო პოლიტიკის შედეგია - როდესაც შეუძლიათ, გამოვიდნენ და თამამად თქვან, რომ უკრაინა ჯობია საქართველოს მოცემულობით; რომ დღეს მოლდოვა საქართველოზე უკეთესია. ამ დროს, მათ მიერ დაწერილი რეიტინგები საპირისპიროს ამბობს.

ეს უსამართლობა, ეს ორმაგი სტანდარტი ბადებს იმას, რაც დღეს ხდება ევროპის შუაგულში. დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირი ფაქტორს არ წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში - ავტორიტეტი, ლიდერი არ დარჩა ევროპაში და, ბუნებრივია, ეს ჩვენთვისაც ცუდია, რადგან ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. სამწუხაროა, რომ მათ დაივიწყეს ევროპული ღირებულებები, თუმცა, მჯერა, მწამს, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში სულ სხვა მოცემულობა გვექნება ევროპაში, ევროკავშირში და მერე უკვე, სამართლიანი მიდგომით, ღირსეულ ადგილს დავიკავებთ დიდ, ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791401340

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს წყვეტენ, არ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791399288

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1791397458

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საბერძნეთის...

მარკო რუბიო

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ