ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შედგა.

სამხარაძის თქმით, არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ნაურუს ხელისუფლების ნაბიჯი, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის.

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეიძლება ითქვას, ეს იყო ისტორიული შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შეხვედრაა, რომელიც ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე შედგა. ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ, რომ მათ უკან წაიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის.

იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ ნაურუს. მართალია, ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელია მათი რაოდენობა, თუმცა რაოდენობას ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა აღიარებდეს უპირობოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამისთვის ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით და ყოველთვის ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი